კილიან მბაპე, ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

მარცხენა გარემარბად დააყენა და არ მოეწონა | რა ხდება ზიდანსა და მბაპეს შორის

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, L’Equipe-მა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ზინედინ ზიდანისა და კილიან მბაპეს შორის არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზისას „ზიზუმ“ მბაპე მარცხენა გარემარბად დააყენა, უსმან დემბელე — ცენტრფორვარდად, რაც კილიანს დიდად არ მოეწონა.

„უდავოა, რომ კილიან მბაპესა და ზინედინ ზიდანს შორის ურთიერთობა არ არის ისეთი ჰარმონიული, როგორიც საფრანგეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანს დიდიე დეშამთან ჰქონდა. არც იმაში შევცდებით, თუ აღვნიშნავთ, რომ მათი თანამშრომლობა საუკეთესო ნოტაზე არ დაწყებულა.

სექტემბრის სანაკრებო პაუზის დროს ახალმა მწვრთნელმა გადაწყვიტა, მბაპე მარცხენა ფლანგზე გადაეყვანა, რათა ცენტრში ადგილი უსმან დემბელესთვის დაეთმო — ნაბიჯი, რომელიც, შესაძლოა, ერთისთვის ჩამოქვეითებად აღქმულიყო, მეორისთვის — დაწინაურებად.

მიხვდა თუ არა ზიდანი, რომ შეცდა? მან გაიაზრა, რომ „რეალის“ ფეხბურთელი ამ გადაწყვეტილებას, საუკეთესო შემთხვევაში, ეჭვით შეხედავდა, უფრო სავარაუდოდ კი, იმედი გაუცრუვდებოდა. ამიტომ ზიდანი ვითარების გამოსწორებას ნოემბერში გეგმავს.

სექტემბერ-ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს მათ თითქმის არ უსაუბრიათ. ეროვნულ გუნდში ჩასულ მბაპეს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და, როცა არ ვარჯიშობდა, დროს ძირითადად თავის ნომერში ატარებდა. იზმიტში გამართულ მატჩში მუხლის ტრავმის მიღების შემდეგ, „რეალის“ თავდამსხმელი ესპანეთში მომდევნო დღესვე დაბრუნდა. მას არ ჰქონია შესაძლებლობა, ეროვნული ნაკრების მწვრთნელს დალაპარაკებოდა ან საკუთარი ემოციები გაეზიარებინა. თუმცა, შეკრებამდე რამდენიმე დღით ადრე მათ ისაუბრეს.

ზიდანის გარემოცვის ცნობით, „ლე ბლეს“ ახალ თავკაცს სურდა, მისთვის ნდობა გამოეხატა, საკუთარ ამბიციებზე ეთქვა და ეცნობებინა, რომ ის გუნდის კაპიტანი იქნებოდა“, — წერს ფრანგული გამოცემა.

ცნობისთვის, სექტემბერსა და ოქტომბერში საფრანგეთმა ოთხი შეხვედრა გამართა. „მამლებმა“ ბელგია 4:1 და 1:0 დაამარცხეს, თურქეთს 1:0 მოუგეს, ხოლო იტალიასთან მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    რატომ ვერ გახდება ლეიკერსი ჩემპიონი | სტივენ ეი სმიტის აქცენტი კანის ფერზე
    რატომ ვერ გახდება ლეიკერსი ჩემპიონი | სტივენ ეი სმიტის აქცენტი კანის ფერზე