„საქართველოსთვის დიდი დანაკლისია“ | უკრაინელმა ფეხბურთელმა კვარაზე ისაუბრა
უკრაინის ნაკრების ფეხბურთელმა, იგორ კრასნოპირმა Ukrfootball-თან საქართველოსთან მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. კრასნოპირმა აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას არყოფნა „ჯვაროსნებისთვის“ უდიდესი დანაკლისია.
შეკითხვა: „როგორ ფიქრობ, საქართველოს ნაკრები ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე სხვა გუნდი იქნება?“
„რა თქმა უნდა, საუბარია იმ კატეგორიის ფეხბურთელებზე, რომლებზეც თითქმის ყველაფერია დამოკიდებული. ასეთი მოთამაშის კიდევ ერთი მაგალითი უნგრეთის ნაკრების ნახევარმცველი, დომინიკ სობოსლაია.
თამაში ასეთი ფეხბურთელების გარშემოა აწყობილი და როდესაც ლიდერი მოედანზე არაა, გუნდისთვის აუცილებელია, სხვანაირად იასპარეზოს. გამომდინარე აქედან, ხვიჩას არყოფნა საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დანაკლისია, ჩვენთვის კი, გარკვეულწილად, უპირატესობას წარმოადგენს“.
ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდია 8 ქულით პირველ ადგილზეა, უნგრეთის აქტივში 7 ქულაა, უკრაინა 4 ქულით მესამეზეა. საქართველოს ნაკრებს არც გამარჯვება მოუპოვებია და არც გოლი გაუტანია — ოთხ მატჩში 2 ქულა დააგროვა და ბოლო პოზიციას იკავებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს