„აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ“ - უკრაინის ნაკრების ფეხბურთელი საქართველოზე
უკრაინის ნაკრებისა და „ჟიტომირ პოლისას“ ფეხბურთელმა, ედუარდ სარაპიიმ საქართველოსთან ნაკრებთან გასამართ მატჩზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გუნდის მიზანი მხოლოდ გამარჯვება იქნება:
- წინ ნაკრებს ორი მატჩი ელის - ჩრდილოეთ ირლანდიასთან და საქართველოსთან. როგორ აფასებ ამ მეტოქეებს? რას ელოდები მომავალი შეხვედრებისგან?
- ძალიან კარგი და ძლიერი გუნდები არიან, მაგრამ ყველას ესმის, რომ როგორც ირლანდიელებთან, ისე საქართველოსთან აუცილებლად გამარჯვება გვჭირდება. ამიტომ, მხოლოდ ორ მოგებაზე ვეწყობით. სხვა ვარიანტი უბრალოდ არ გვაქვს.
- ჩრდილოეთ ირლანდიასთან წინა მატჩში გამანადგურებელი მარცხი იგემეთ. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ამჯერად პოზიტიურ შედეგს მიაღწიოთ?
- ჩრდილოეთ ირლანდია ათლეტური გუნდია, რომელიც ფსონს სტანდარტულ მდგომარეობებზე დებს. ამიტომ, საჭიროა, კიდევ უფრო გულდასმით მოვემზადოთ მის სტანდარტულ კომბინაციებზე, ასევე ვიპოვოთ და გამოვიყენოთ საკუთარი მომენტები. რაც შეეხება საქართველოს, მათ ძირითადად ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც პირისპირ ბრწყინვალედ თამაშობენ. ერთი სიტყვით, ორივე მატჩი ძალიან რთული იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 14 ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, 17 ნოემბერს კი სლოვაკეთში უკრაინის ეროვნულ გუნდს შეხვდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს