საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ერთა ლიგის 2026 წლის სეზონის დასკვნითი ორი თამაშისთვის მომზადება დაიწყო.
რამაზ სვანაძემ გუნდი მიხეილ მესხი 2-ზე არასრული შემადგენლობით ავარჯიშა. ნაკრები სრულად სამშაბათიდან შეიკრიბება და სრულფასოვანი მოსამზადებელი ეტაპიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (გიოზთეფე, თურქეთი), ნოდარ ყალიჩავა (დინამო ბათუმი, საქართველო)
დაცვა: საბა გოგლიჩიძე (მონცა, იტალია), საბა საზონოვი (ხეტაფე, ესპანეთი), ივა გელაშვილი (კლუჟი, რუმინეთი), ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი, გერმანია), ლაშა დვალი (ცსკა 1948, ბულგარეთი), ჯემალ ტაბიძე (კაისერისპორი, თურქეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი მაისურაძე (პოლისია, უკრაინა), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ანზორ მექვაბიშვილი (ჩიკაგო ფაიერ, აშშ), გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია, ესპანეთი), ნოდარ ლომინაძე (ტორპედო, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი მოისწრაფეშვილი (სპარტაკ ტრნავა, სლოვაკეთი), ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი, ნიდერლანდები), გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი წიტაიშვილი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (რასინგი, ესპანეთი), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი), გიორგი გაგუა (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი).
შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთის ნაკრებს უმასპინძლებს, 17 ნოემბერს კი სლოვაკეთში უკრაინას დაუპირისპირდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს