„ეს რემატჩი არასდროს შედგება“ - გეიჯის მენეჯერმა ილიასთან ჩხუბი გამორიცხა
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ჯასტინ გეიჯის მენეჯერი, ალი აბდელაზიზი ილია თოფურიას ინტერვიუს გამოეხმაურა, რომელშიც ქქართველი მებრძოლი ამერიკელთან ჩხუბს იხსენებს და დეტალურად განიხილავს.
ამასთან, ილია ჯასტინ გეიჯისთან შესაძლო რემატჩზეც საუბრობს, თუმცა აბდელაზიზი კატეგორიულად გამორიცხავს თოფურიასთან მისი კლიენტის მეორედ შეხვედრას.
რას ამბობს აბდელაზიზი:
„ეს რემატჩი არასდროს შედგება,“ - დაწერა ტვიტერზე გეიჯის მენეჯერმა ალი აბდელ-აზიზმა და პოსტი მოგვიანებით წაშალა.
აბდელ-აზიზმა ასევე გაიხსენა თოფურიას სიტყვები, სადაც ის მადლობას უხდის თავის ძმას მეოთხე რაუნდის შემდეგ ბრძოლის შეჩერებისთვის.
„ვეთანხმები მას - მისმა ძმამ სიცოცხლე შეუნარჩუნა,“ - დაწერა აბდელ-აზიზმა. „ასეთი ბრძოლისა და ტრავმის შემდეგ დაბრუნება ძალიან რთულია. მინახავს, როგორ უქნია ეს ჯასტინს ბევრი ადამიანისთვის და მათთვის უკან დაბრუნება მარტივი არ ყოფილა. საუკეთესოს ვუსურვებ მას.“
????‼️Ali Abdelaziz completely shuts down the possibility of an Ilia Topuria rematch ???? ????️“This rematch will never happen, and I agree with him. His brother saved his life. It's very hard to come back from the trauma of a fight like that. I've seen Justin do this to many people, and coming back wasn't easy for them. Wishing him the best of luck.” Via @AliAbdelaziz00
— FightLuck (@FightluckBet) November 8, 2026
საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინ, ილიამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოკითხვა ჩაატარა და გულშემატკივრებს სთხოვა, გეიჯისა და პიმბლეტს შორის მისი მომდევნო მეტოქე აერჩიათ. ქომაგებმა უპირატესობა გეიჯის მიანიჭეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს