ფრე ჰანოვერთან | ბუდუმ ჰაიდენჰაიმი წაგებას გადაარჩინა
გერმანიის მეორე ბუნესლიგის მე-11 ტურში, ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ საკუთარ მოედანზე „ჰანოვერს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ მატჩში ფრედ, 2:2 ითამაშა.
ბუდუ ზივზივაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 85 წუთი გაატარა. 66-ე წუთზე, როდესაც „ჰაიდენჰაიმი“ 1:2 აგებდა, გუნდს მხსნელად ქართველი შემტევი მოევლინა და ანგარიში გაათანაბრა, რითაც თავისი გუნდი მარცხისგან იხსნა.
ბუდუს დეტალური სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 36 შეხება, 4 დარტყმა - 1 ზუსტი, 3 არაზუსტი, 1 წარმატებული დრიბლინგი, 20-დან 15 ზუსტი პასი, 2 საკვანძო პასი, 3 განმუხტვა, 3 დაბრუნებული ბურთი, 7-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა, 3-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 7.8 ქულა (ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო).
ბუდუ ზივზივაძესთვის, დღევანდელ მატჩში გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში მე-4 იყო, ეს კი მან 9 ჩატარებულ შეხვედრაში მოახერხა.
11 ტურის შემდეგ, „ჰაიდენჰაიმი“ მეორე ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 16 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 20 ნოემბერს სტუმრად „დარმშტადტის“ წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს