საბა ლობჟანიძე
Aa
Aa

აქტიური იყო, შეტევებს ამწვავებდა | ლობჟანიძის კარგი მატჩი MLS-ში

MLS-ში რეალ სოლტ ლეიკმა შინ ლოს ანჯელეს გალაქსი 2:1 დაამარცხა.

მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში საბა ლობჟანიძემ ითამაშა, 89-ე წუთზე შეცვალეს. მის აქტივში გოლი ან საგოლე პასი არაა, თუმცა აქტიური იყო, პასებით შეტევებს კარგად ამწვავებდა. ასევე, ერთ ეპიზოდში ბურთი კარგად გაატარა და თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა. მოკლედ, საბას ეს მატჩი აქტივში უნდა ჩავუწეროთ.

აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული სეზონი დასრულდა, 34 ტურის შემდეგ რეალ სოლტ ლეიკმა 45 ქულით მე-9 ადგილი დაიკავა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები