ირაკლი ეგოიანი
Aa
Aa

ექსელსიორის ზედიზედ მეხუთე მარცხი | ეგოიანის გუნდი მძიმე კრიზისშია

ნიდერლანდების ჩემპიონატის მე-12 ტურში ექსელსიორმა შინ გოუ ეჰედ იგლზი მიიღო. მატჩი სტუმართა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ექსელსიორმა ზედიზედ მეხუთე მატჩი დათმო, ბოლო ხუთ მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, 20 გოლი გაუშვა. ასევე, გუნდის მოუგებელი სერია 8-მატჩიანია. ექსელსიორმა ბოლოს მე-5 ტურში, 5 სექტემბერს გაიმარჯვა.

12 ტურის შემდეგ ექსელსიორი 11 ქულით მე-15 ადგილზეა, ფლეი-აუტის ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს.

ეგოიანმა ექსელსიორის სასტარტო შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა, რამდენიმე მომენტში იაქტიურა, თუმცა ეს მისი საუკეთესო თამაში ნამდვილად არაა, მოედნის ბოლო მესამედში სიზუსტე და სიმწვავე აკლდა.

ერედივიზიეს მიმდინარე სეზონში ირაკლი ეგოიანმა 12-ვე მატჩი სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევის აქტივში 3 გოლი და 5 საგოლე პასია. 2 ყვითელი ბარათი მიიღო.

ნიდერლანდების თასზე ერთი მატჩი ჩაატარა (90 წუთი), მაასტრიხტთან დუბლი შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მე-7 საგოლე მოქმედება სეზონში | ნარიმანიძემ სლოვაკეთში გაიტანა
    მე-7 საგოლე მოქმედება სეზონში | ნარიმანიძემ სლოვაკეთში გაიტანა