ჩიდრაშვილის მეშვიდე ოქრო - ქართველი ლეგენდის მორიგი ტრიუმფი
უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სამბოში მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოს ნაკრების წევრებისთვის წარმატებულად მიმდინარეობს. ქართული და მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით ამ სპორტის ნამდვილი ლეგენდა ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ) პლანეტის პირველობის გამარჯვებული კიდევ ერთხელ გახდა, ხოლო გიორგი გამჯაშვილმა პარასამბოში ჩვენს ქვეყანაში პირველი და ისტორიული ოქროს მედალი მოუტანა.
ჩიდრაშვილმა სამხრეთ კორეელ ლიმ ჯინ ჰუნის 4:0 დამარცხებით დაიწყო, რასაც მაროკოელ ელალამი ელიდრისი ანასისთან 3:0 გამარჯვება მოჰყვა. ნახევარფინალში გამოცდილმა ქართველმა სამბისტმა რუს ალექსანდრ ფშენიჩნიხს 2:1 აჯობა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუსი ბურძ ულადისლაუ ასეთივე ანგარიშით დამარცხება მოჰყვა, რის შემდეგაც ჩიდრაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული კარიერაში მეშვიდედ მოიპოვა.
ცნობისათვის, ჩიდრაშვილისა და გამჯაშვილის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენს ქვეყანას მედალი კიდევ ორმა ქართველმა სპორტსმენმა მოუტანა - ბრინჯაოს მედალი გიორგი ეგნატაშვილმა (88 კგ) - საბრძოლო სამბოში, ხოლო რამინ ყიფშიძემ (98 კგ) პარასამბოში მოიგო.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს