ნინო ოძელაშვილი, ავთო მუკბანიანი
Aa
Aa

6 მედალი პირველ დღეს - თბილისში სამბოს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო

თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს სამბისტთა ნაკრების წევრებმა 6 მედალი მოიპოვეს.

ავთო მუკბანიანმა (64 კგ) ჯერ მოლდოველ ივან ტიმონენს აჯობა, ნახევარფინალში კი ბერძენ სავას კარაკიზიდისს მოუგო. ფინალში მისი მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე რამაზან ციკუ იყო. გადამწყვეტ შეხვედრაში ავთომ 3:2 გაიმარჯვა და ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.

ნინო ოძელაშვილი (72 კგ) ფინალში რუს ანასტასია ფილიპოვიჩთან დამარცხდა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა. მანამდე ნინომ უნგრელ მერსედეს აბრაჰამნეს 8:0 მოუგო, ნახევარფინალში კი უკრაინელი ვალერია კანიკოვსკა დაამარცხა (4:0).

კიდევ ერთი ოქროს მედლის მოპოვება 98 კგ წონით კატეგორიაში ნიკა სიდამონიძეს შეეძლო. მან ჯერ ბულგარელი და მოლდოველი მეტოქეები გამოთიშა ასპარეზობას, ფინალში კი ბელარუს დანიილ პატაჩიცთან დამარცხდა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

80+ კგ წონით კატეგორიაში ელენე ქებაძემ გერმანელ მეტოქეს მოუგო, თუმცა შემდეგ რუსთან დამარცხდა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი სერბეთის წარმომადგენელ მილიცა ნესკოვიჩს აჯობა.

საბრძოლო სამბოში, 58 კგ წონით კატეგორიაში მირზა ციხელაშვილმა ნახევარფინალში ნარეკ გოგინიანს (სომხეთი) მოუგო, ფინალში კი ვალერი ერგალოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა გიორგი ეგნატაშვილიც (საბრძოლო სამბო, 88 კგ), რომელმაც ნახევარფინალური შეხვედრა რუს კირილ ხარკოვთან დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
2-წლიანი პაუზა მქონდა, შესანიშნავი დაბრუნება იყო | გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატი შეაფასა
2-წლიანი პაუზა მქონდა, შესანიშნავი დაბრუნება იყო | გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატი შეაფასა