15 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან - წიკლაურის ისტორიული შედეგი
Aa
Aa

15 მედალი მსოფლიოს ჩემპიონატიდან - წიკლაურის ისტორიული შედეგი

სპორტულ სამბოში ქართველი სპორტსმენები პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირებზე წარმატებული ასპარეზობით დიდი ხანია გვანებივრებენ, თუმცა ამჯერად ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა თავი საბრძოლო სამბოშიც გამოიჩინეს და გიორგი წიკლაური (98 კგ) გახდა პირველი ქართველი სამბისტი, რომელმაც ამ დისციპლინაში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო.

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩატარებულ პლანეტის ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოსვლა ქართველებმა ჯამში 15 მედლით დაასრულეს, საიდანაც 1 ოქროსი, 6 ვერცხლის და 8 ბრინჯაოსი იყო. ჩემპიონი მხოლოდ წიკლაური გახდა, ხოლო თამარ სუხიაშვილს (54 კგ), ნიკა ნანეტაშვილს (58 კგ), ლუკა ნანავას (71 კგ), ლუკა ბუზიაშვილს (88 კგ), გაბრიელ მეხრიშვილს (46 კგ) და დავით სანიკიძეს (+88 კგ) ოქრომდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ და ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

რვა ბრინჯაოს მედლიდან ქართველმა სამბისტებმა ორი - საბრძოლო, ექვსი კი სპორტულ სამბოში მოიპოვეს. პირველ დისციპლინაში საპრიზო მესამე ადგილი ნიკოლოზ ლიპარტელიანმა (88 კგ) და ვიტო ჯაჯანიძემ (71 კგ), ხოლო მეორეში დიანა გოგალაძემ (54 კგ), ანანო კინწურაშვილმა (65 კგ), ანა გაგოშიძემ (80 კგ), გიორგი მანჯავიძემ (49 კგ) და გიორგი წვერიანიძემ (64 კგ) დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ექვსი მედალი მსოფლიოს პირველობაზე - მუკბანიანს ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა
ექვსი მედალი მსოფლიოს პირველობაზე - მუკბანიანს ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა