უფროსების შემდეგ ახალგაზრდების ტრიუმფი - სამბისტების 18 მედალი ევროპირველობაზე
უფროსი ასაკის სამბისტების შემდეგ, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზი ახალგაზრდულ და ჭაბუკთა ნაკრებ გუნდებს დაეთმო, რომელთაც საერთო ჯამში გამოსვლა 18 მედლით დაასრულეს, რაც უდავოდ დიდი წარმატებაა. თვრამეტი მედლიდან სამი ოქროს, ხუთი ვერცხლის და ათი ბრინჯაოსი იყო, ტურნირს კი კვიპროსის ქალაქი ლიმასოლი მასპინძლობდა.
საუკეთესო შედეგი ოთარ ქოთოლაშვილმა (-49 კგ), ვიტო ჯაჯანიძემ (-64 კგ) და ნოდარ სვანიძემ (+98 კგ) აჩვენეს, რომლებიც კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ. გიორგი როსტომაშვილი (-53 კგ), გიორგი ჟღერია (-64 კგ), მიხეილ გაფრინდაშვილი (-71 კგ), ეკა ზამთარაშვილი (-81 კგ) და ნიკოლოზ დგებუაძე (-88 კგ), ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ. მესამე საპრიზო ადგილი კი, დავით ვაშაყმაძემ (-53 კგ), ნინო დარჩიამ (-54 კგ), გიგა ჯუღელმა (-58 კგ), ნიკა ნანეტაშვილმა (-58 კგ), მარიამ სიჭინავამ (-59 კგ), ანანო კინწურაშვილმა (-59 კგ), გიორგი მგელიაშვილმა (-79 კგ), მათე ხურციძემ (+88 კგ), ლუკა ნიქაბაძემ (-98 კგ) და გეგა წვერავამ (+98 კგ) დაიკავეს.
შეგახსენებთ, რომ უფროსი ასაკის სპორტსმენებს შორის საქართველოს სამბისტთა ეროვნულმა გუნდმა კონტინენტის პირველობა 13 მედლით დაასრულა, რაც ისტორიული შედეგი გამოდგა.