ბრინჯაოს მედალი მსოფლიო თასზე | ბორენა ცერცვაძის წარმატება საბრძოლო სამბოში
ბორენა ცერცვაძემ საბრძოლო სამბოს მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ მსოფლიო თასზე ბორენა ცერცვაძე 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
პირველი ადგილი ნილი ბლოკმა (ისრაელი) დაიკავა, ვერცხლის მედალი სოფია ისტომინამ (ნეიტრალური ათლეტი) მოიპოვა, ბრინჯაოს მედლებს კი ბორენა ცერცვაძე და ზუბა ორუნოვა (თურქმენეთი) დასჯერდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბორენა ცერცვაძე პირველი ქართველი სპორტსმენია, ვინც ქალებს შორის საბრძოლო სამბოს მსოფლიო თასზე მედლის მოპოვება შეძლო.
