ევროპის გუნდური ჩემპიონატი | საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
7 ნოემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრი ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრები მიიღებს. დღეს შედგა ტურნირის წილისყრა, რომლის შედეგადაც საქართველოს ნაკრებმა თავისი მეტოქეების ვინაობა გაიგო.
ქართველი ძიუდოისტები ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებენ და უნგრეთსა და ბელარუსს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან, ნახევარფინალში კი იტალია/სერბეთსა და საფრანგეთი/რუმინეთს შორის საუკეთესო ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
ჩვენი გუნდი ევროპის მოქმედი ჩემპიონია და ბელგრადში ტიტულის დაცვას შეეცდება. საქართველოს ნაკრები ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს:
ვაჟები: -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი.
-90 კგ. - ლუკა მაისურაძე, ლუკა ჯავახიშვილი.
+90 კგ. - ირაკლი დემეტრაშვილი, გურამ თუშიშვილი.
 
გოგონები: -57 კგ. - ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე.
-70 კგ. - ნინო გულბანი.
+70 კგ. - სოფიო სომხიშვილი.
 
შეგახსენებთ, რომ 2026 წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპის ჩემპიონატი ინდივიდუალურ და გუნდურ ჩათვლაში ცალ-ცალკე იმართება. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპირველობა აპრილში თბილისში გაიმართა, გუნდური შეჯიბრი კი 7 ნოემბერს, ბელგრადში არის დაგეგმილი.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს