გოგა ბითაძე
Aa
Aa

ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა | ფენიქსთან 4 ქულა ჩააგდო და 5 მოხსნა შეასრულა

NBA-ში „ფენიქს სანსმა“ შინ „ორლანდო მეჯიქი“ 117:104 დაამარცხა. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა შონ სუინმა გოგა ბითაძე სასტარტო ხუთეულს მიღმა დატოვა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 8 წუთი და 19 წამი გაატარა, რა დროშიც მის ანგარიშზე 4 ქულა და 5 მოხსნა დაგროვდა.

ამ მატჩში ყველაზე მეტი ქულა „ფენიქს სანსის“ გამთამაშებელმა დევინ ბუკერმა ჩააგდო - 30. ბითაძის თანაგუნდელთაგან შედეგიანობით თავი ვენდელ კარტერმა გამოიჩინა, მის აქტივში 27 ქულაა.

რეგულარული გათამაშების მიმდინარე სეზონში „ორლანდო“ ზედიზედ მესამედ დამარცხდა, ჩატარებული 8 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო,  6 დათმო, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 8 ნოემბერს, „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ გამართავს.

მიმდინარე სეზონში გოგამ ყველაზე მეტი სათამაშო დრო 24 ოქტომბერს, „მინესოტასთან“ შეხვედრაში მიიღო (12 წუთი და 18 წამი), ხოლო ყველაზე მეტი — 6 ქულა — „ატლანტა ჰოუკსთან“ (22 ოქტომბერი) და „ტორონტო რეპტორსთან“ (29 ოქტომბერი) მატჩებში ჩააგდო.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები