„ეს უკიდურესად სამარცხვინო დასასრულია“ - მათეუსი რონალდუსა და პორტუგალიაზე
გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ლოთარ მათეუსმა პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში კრიშტიანუ რონალდუს მიერ კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
„მისი კარიერის დასასრული ნაკრებში და ბოლო რამდენიმე კვირა მთლიანობაში იყო უღირსი და უკიდურესად სამარცხვინო. ამაში ბრალი მიუძღვის როგორც თვითონ რონალდუს, ასევე პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციას. მესისგან განსხვავებით, მან თავისი შანსი ხელიდან გაუშვა, ხოლო ფედერაციამ თავი შეირცხვინა იმ სასაცილო ჯარიმით, რომელიც მას წასვლის შემდეგ დააკისრა.
მისი მემკვიდრეობა და „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „რეალში“ გამოსვლის წლები რაღაც უნიკალური და გამორჩეულია, ეს გამოჩენილი კარიერაა. მაგრამ ამაზე უარესად მისი დასრულება უბრალოდ შეუძლებელი იყო. ეს სრულიად უღირსი დასასრულია.
საუდის არაბეთში გადასვლამ იქამდე მიიყვანა საქმე, რომ მის შესახებ პრაქტიკულად აღარაფერი ისმის. ამერიკაში მესის შემთხვევაში განხილვისთვის უფრო მეტი საბაბი იყო. იქ მან თავი უფრო კაშკაშად წარმოაჩინა. თუმცა ყველაზე მეტად შთამბეჭდავი მაინც მსოფლიო ჩემპიონატზე მისი გამოსვლები და გატანილი გოლები იყო. რონალდუ კი იქ თითქმის ვერ ვნახეთ.
ამიტომ მას, ისევე როგორც მესის, ტურნირის შემდეგ გამოსამშვიდობებელი მატჩი უნდა მოეწყო, რათა სიყვარულითა და აპლოდისმენტებით გაეცილებინათ. მაგრამ არა, მას აუცილებლად უნდა გაეგრძელებინა თამაში, შემდეგ ნაწყენს დაეტოვებინა ნაკრების შეკრება, რის შემდეგაც ფედერაციამ ის რაღაც რამდენიმე ასეული ევროთი დააჯარიმა.
ეს უმაღლეს ხარისხში - კარიერის უღირსი დასასრულია“,
- განაცხადა ლეგენდარულმა გერმანელმა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს