უეფაში სურთ, რომ ვენგერი ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატად იყოს წარმოდგენილი
უეფამ შესაძლოა ფიფას პრეზიდენტის პოსტზე საკუთარი კანდიდატი წარადგინოს.
დღეს მარტში დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ იაპონიის ფეხბურთის ასოციაციის საპატიო პრეზიდენტმა, კოძო ტაშიმამ გამოაცხადა. მანამდე ერთადერთი კანდიდატი ფედერაციის მოქმედი ხელმძღვანელი ჯანი ინფანტინო იყო.
Talksport-ის წყაროების ინფორმაციით, ტაშიმა უეფას შიგნით გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს. მისი პოზიციები შესაძლოა განმტკიცდეს, თუ სხვა პრეტენდენტი არ გამოჩნდება.
უეფაში იცოდნენ ტაშიმას კანდიდატურის შესახებ და ევროპული საფეხბურთო ორგანიზაციის მრავალი წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ გარეშე პირს - უეფას სისტემის გარეთ მყოფ ადამიანს - უფრო მეტი შანსი ექნებოდა ინფანტინოსთვის კონკურენციის გასაწევად.
თუმცა ეროვნული ასოციაციები, უეფას წევრები, განაგრძობენ სხვა კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობის განხილვას. იუწყებიან, რომ უეფას მაღალჩინოსნები კვლავ ცდილობენ არსენ ვენგერის დაყოლიებას არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
ვენგერი სასურველი კანდიდატი იქნებოდა, თუმცა განიხილება სხვა ვარიანტებიც, რადგან ევროპულ ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ საკუთარი კანდიდატის ვინაობას არაუგვიანეს მომდევნო კვირისა გამოაცხადებენ. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 18 ნოემბერსაა დანიშნული.
77 წლის ვენგერი ამჟამად ფიფაში ფეხბურთის გლობალური განვითარების ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს