კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟე ჟეზუსი
Aa
Aa

რონალდუ გამოსამშვიდობებელ მატჩზე ჯერჯერობით უარს ამბობს - ჟესუსთან საუბარიც არ სურს

კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელისთვის, ჟორჟე ჟეზუშისთვის გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ არ უცნობებია.

დღეს 41 წლის რონალდუმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

A Bola-ს ცნობით, რონალდუმ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ ჩააყენა საქმის კურსში პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პედრუ პროენსა, თუმცა ამაზე ჟეზუშთან არ უსაუბრია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრიშტიანუმ იცოდა მწვრთნელის განზრახვის შესახებ, გამოეძახებინა ის ნოემბერში ერთა ლიგის მატჩებზე, და გადაწყვიტა ნაკრებიდან წასვლის შესახებ პარასკევამდე გამოეცხადებინა, სანამ ნაკრების შემადგენლობა დასახელდებოდა.

აღინიშნება, რომ რონალდუსა და ჟეზუშს 30 სექტემბრის შემდეგ არ უსაუბრიათ, როდესაც ფორვარდმა პორტუგალიის ნაკრების შეკრება თვითნებურად დატოვა.

ასევე ცნობილია, რომ კრიშტიანუ უარს ამბობს პორტუგალიის ნაკრებში გამოსამშვიდობებელი მატჩის ჩატარებაზე.

Observador-ის ინფორმაციით, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პროენსამ ჟეზუშს აცნობა რონალდუს ნაკრებიდან წასვლის განზრახვის შესახებ, თუმცა ჟორჟე იმედოვნებდა, რომ კრიშტიანუს დარჩენაში და ნოემბერში ერთა ლიგის მატჩებში მონაწილეობაში დაარწმუნებდა. ხუთშაბათს ფედერაციის ხელმძღვანელის შუამავლობით რონალდუსა და ჟეზუშს შორის სატელეფონო საუბარი უნდა შემდგარიყო, თუმცა ფეხბურთელმა მწვრთნელთან ლაპარაკი არ ისურვა.

ამჟამად ვრცელდება ცნობა, რომ რონალდუ უარს ამბობს ნაკრებში გამოსამშვიდობებელ მატჩზე. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მოხდება ეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები