„უნდა დავამტკიცო, რომ მწვრთნელი ცდება“ | მიქაუტაძე DAZN-ს ესაუბრა
„ვილიარეალის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე DAZN-ს ესაუბრა. სრული ინტერვიუ უახლოეს საათებში გამოქვეყნდება, მანამდე კი DAZN-მა მოკლე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც მიქაუტაძემ „პარი სენ-ჟერმენთან“ 0:6 წაგებულ შეხვედრაზე ილაპარაკა.
„ძალიან რთული მატჩი იყო. როგორ უნდა გადავლახოთ ეს გამოწვევა? მუშაობას უნდა დავუბრუნდეთ, ვივარჯიშოთ, ვნახოთ, შეცდომები სად დავუშვით და ეს მატჩი წარსულში სწრაფად დავტოვოთ“.
DAZN-ის შეკითხვა: „რა არის ის, რითაც „პარი სენ-ჟერმენმა“ შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა?“
„ბურთის მოპოვების შემდეგ შეტევაში გადასვლა და იმან, თუ როგორ ახერხებდნენ სწრაფად გადაადგილებასა და გოლის გატანას. რა თქმა უნდა, ასეთი გუნდის წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში ყოფნა მესიამოვნებოდა, მაგრამ ეს მწვრთნელის გადაწყვეტილება იყო.
სათადარიგოთა სკამზე უკვე რამდენჯერმე დავრჩი, მე კი მინდა, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი ვიყო და ვაჩვენო, რომ ასეთი მატჩების სასტარტოში დაწყება შემიძლია. ახლა ჩემზეა დამოკიდებული, შრომა გავაგრძელო და დავამტკიცო, რომ მთავარი მწვრთნელი ცდება, როდესაც სათადარიგოთა სკამზე მტოვებს“.
ცნობისთვის, „ვილიარეალი“ მომდევნო შეხვედრას ესპანეთის ლა ლიგაში გამართავს და 8 ნოემბერს „ხეტაფეს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს