გიორგი ქოჩორაშვილი, ლუის გარსია
Aa
Aa

„წასვლის ნებართვა მთხოვა“ | ქოჩორაშვილი დე მიგელის დაკრძალვას დაესწრო

„სევილიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის გარსია პლასამ მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა და თქვა, რომ ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაღუპული ხესუს დე მიგელის დაკრძალვაზე წავიდა.

„გიორგი ქოჩორაშვილი დღეს გუნდთან ერთად არ იმყოფება. არ ვიცი, იცით თუ არა, მაგრამ ის ხესუს დე მიგელის დაკრძალვაზე დასასწრებად წავიდა, რადგან მისი ყოფილი თანაგუნდელი იყო. დღეს დილით ძალიან ადრე წავიდა, რათა დაბრუნება მოესწრო და აქ ყოფილიყო. გუშინ წასვლის ნებართვა მთხოვა და უარი როგორ მეთქვა? ადამიანები კლუბებზე წინ დგანან და მინდა, ეს მკაფიოდ განვაცხადო.

დღეს საღამოს დაბრუნდება და სათამაშოდ მზად იქნება. ყველა მზადაა, მაგრამ ქოჩორაშვილის ფაქტორი მხედველობაში უნდა მივიღოთ — თუნდაც ის ემოციები, რომლებსაც იქ მიიღებს და ყველაფერი, რაც ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრისას ელოდება. ასე რომ, მთავარი ფაქტორი სწორედ ეს იქნება და ეს გადაწყვეტს, ხვალ ძირითადში გამოჩნდება თუ არა“.

შეგახსენებთ, რომ ქოჩორაშვილის „სევილიას“ მომდევნო შეხვედრა „ალავესის“ წინააღმდეგ ელოდება და მატჩი 6 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება. 11 ტურის შემდეგ „სევილიას“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეექვსე პოზიციას იკავებს.

რაც შეეხება ხესუს დე მიგელსა და გიორგის, ისინი თანაგუნდელები „კასტელონში“, 2022/23 წლების სეზონში იყვნენ. „ქოჩო“ ესპანურ კლუბში იჯარის წესით იმყოფებოდა და 36 შეხვედრა ჩაატარა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „თბილისში საშინლად ვითამაშეთ და ეს შედეგი ამიტომ მივიღეთ“ - კოპენჰაგენის მწვრთნელი
    „თბილისში საშინლად ვითამაშეთ და ეს შედეგი ამიტომ მივიღეთ“ - კოპენჰაგენის მწვრთნელი