კრიშტიანუ რონალდუ, ჟორჟე ჟეზუსი
Aa
Aa

„ვთხოვე დარჩენილიყო, რადგან მჭირდებოდა“ | ჟეზუშმა კრიშტიანუზე ისაუბრა

პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჟორჟე ჟეზუში კრიშტიანუ რონალდუს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. რონალდუმ სანაკრებო კარიერა დაასრულა და „სელესაოს“ დამრიგებელმა მას გლობალური სიმბოლო უწოდა.

„კრიშტიანუ გლობალური სიმბოლოა, მაგალითი პორტუგალიისთვის და ეროვნული ნაკრებისთვის. ჩვენს სააქტო დარბაზში კრიშტიანუს უზარმაზარი ფოტო გამოვაკარით, რათა ახალგაზრდა ფეხბურთელებს ის ყოველდღე დაენახათ და მისგან მაგალითი აეღოთ.

რონალდუს ვთხოვე, ეროვნულ ნაკრებში თამაში გაეგრძელებინა, რადგან ის მჭირდებოდა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება უნდა მივიღო და პატივი ვცე. მას პორტუგალიელთა გულებში ადგილი ყოველთვის ექნება და სამუდამოდ პორტუგალიური ფეხბურთის სიმბოლო იქნება“.

ცნობისთვის, რონალდუ პორტუგალიის ნაკრების ღირსებას 2003 წლიდან იცავდა. მან ეროვნული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 234 მატჩი ჩაატარა, 146 გოლი გაიტანა (რაც ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია) და 45 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მერაბი ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე არ არის“ - იანმა დვალიშვილთან ბრძოლა გაიხსენა
    „მერაბი ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მეტოქე არ არის“ - იანმა დვალიშვილთან ბრძოლა გაიხსენა