გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

რომას ინტერესი რეალურია | ცნობილია გამოსასყიდი თანხის ოდენობაც

იტალიის სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი, „რომა“ გიორგი კვერნაძეს აქტიურად აკვირდება და როგორც იტალიურ მედიაში იწერება, „ჯალოროსი“ ქართველი ვინგერის დამატებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზევე ეცდება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ლორენცო კანიკიო სოციალურ ქსელში წერს, რომ „ფროზინონესთან“ მოქმედ კონტრაქტში, კვერნაძის გამოსასყიდ თანხად 4 მილიონი ევრო წერია. ამის გარდა, როგორ კანიკიო იუწყება, პუნქტით გათვალისწინებული 4 მილიონის გარდა, აუცილებელი იქნება ფეხბურთელის აგენტისთვის განკუთვნილი მნიშვნელოვანი პროცენტის გათვალისწინებაც. კვერნაძის აგენტი კი მამუკა ჯუღელია, რომელიც წარსულში ხვიჩა კვარაცხელიას ინტერესებს იცავდა.

„რომასთან“ დაახლოებული საინფორმაციო სააგენტო laroma24-ის შეფასებით, ამ დეტალმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს გარიგების საერთო ღირებულებასა და „ჯალოროსის“ ხელმძღვანელობის შეფასებებზე.

„ამ მომენტისთვის, „რომას“ მხრიდან ეს მხოლოდ ინტერესად რჩება, რომელსაც უნდა დავაკვირდეთ და დედაქალაქში კვერნაძის გადასაყვანად ოფიციალური მოლაპარაკებები დაწყებული არ არის, თუმცა, ინტერესი რეალურია და მხარეები მოლაპარაკებების მაგიდას შესაძლოა, ამ ზამთარშივე მიუსხდნენ“, - წერია laroma24-ის სტატიაში.

პარალელურად, ცოტა ხნის წინ, გალვენიანმა გამოცემა La Gazzetta dello Sport-მა „ფროზინონეს“ სპორტული დირექტორის ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც რენცო კასტანინი ამბობს, რომ ამ სეზონში გუნდი ლიდერების გაშვებას არ განიხილავს. ასევე, იწერება, რომ „ფროზინონე“ გიორგი კვერნაძეს გაუმჯობესებულ ხელშეკრულებას გაუფორმებს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „როცა გუნდში მოვედი, სკაუტები არ გვყავდა“ | ფროზინონე კვერნაძეს არ უშვებს
    „როცა გუნდში მოვედი, სკაუტები არ გვყავდა“ | ფროზინონე კვერნაძეს არ უშვებს