თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიის დიდების დარბაზში შეიყვანენ
თორნიკე შენგელია „ვირტუს ბოლონიის“ დიდების დარბაზში შეიყვანენ. ეს ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა გაავრცელა და დეტალების შესახებაც დაწერა.
საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის მიძღვნილი განსაკუთრებული ცერემონია 6 ნოემბერს გაიმართება. ამ დღეს, ევროლიგის ფარგლებში, „ვირტუს ბოლონია“ „დუბაის“ ხვდება და შენგელია ბოლონიაში დაბრუნდება, სადაც ის სპეციალურ ჯილდოს მიიღებს.
შენგელია Virtus 100 Hall of Fame-ის წევრი გახდება. ესაა პროექტი, რომელიც კლუბის დაარსებიდან 100 წლის გასვლას ეძღვნება. მისი მიზანია ის ადამიანები დააფასოს, რომლებმაც „ვირტუს ბოლონიას“ ისტორიაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს. საუბარი ეხება, როგორც მოთამაშეებს, ისე მწვრთნელებსა და სხვა ფიგურებს.
საქართველოს ნაკრების კაპიტანი იტალიურ გუნდში 2022-2025 წლებში თამაშობდა და მისი ერთ-ერთი ლიდერი იყო. შენგელიამ „ვირტუსთან“ ერთად 2022 წელს ევროთასი, ხოლო 2025 წელს იტალიის ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, ქართველი კალათბურთელი იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) დასახელდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს