ლუკა დონჩიჩი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილმა მაიამის 13 ქულა ჩაუგდო | ლუკა დონჩიჩს ვერ აჩერებენ

სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ NBA-ის რეგულარულ სეზონში მეექვსე შეხვედრა მოიგო. „მამუ“ და კომპანია საკუთარ არენაზე „მაიამი ჰიტს“ დაუპირისპირდნენ და იანის ანტეტოკუნმპოს გუნდს შანსი არ დაუტოვეს — 138:117.

მამუკელაშვილმა მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 27 წუთი და 53 წამი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა 13 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 10-დან 5 ბურთი ჩააგდო (5-დან 2 სამქულიანი, 5-დან 3 ორქულიანი) და 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა. მის პასივში 2 დაკარგვა და 3 ჯარიმა იყო.

„ლეიკერსის“ რიგებში ფენომენალურ ასპარეზობას განაგრძობს ლუკა დონჩიჩი. სლოვენიელი კალათბურთელი ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო და 42 ქულა, 13 შედეგიანი გადაცემა და 7 მოხსნა მიითვალა. ლუკამ NBA-ის რეკორდი დაამყარა და ყველაზე მეტი ისეთი მატჩი დაუგროვდა, რომლებშიც მინიმუმ 40 ქულა, 10 ასისტი და 5 ზუსტი სამქულიანი გაიფორმა.

ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 6 მოგება და 2 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მეოთხე ადგილს იკავებს. მამუკელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს გამართავს და „საკრამენტო კინგსს“ დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    FIFPRO-ს დაჯილდოება | კვარა მსოფლიო ნაკრებში მოსახვედრად იბრძვის
    FIFPRO-ს დაჯილდოება | კვარა მსოფლიო ნაკრებში მოსახვედრად იბრძვის