გადახალისებული შემადგენლობით ზაგრების გრან პრიზე | ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა
13-15 ნოემბერს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ძიუდოისტთა ტრადიციული გრან პრი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
ჩვენი გუნდის მწვრთნელებმა ტურნირისთვის გადახალისებული, 14-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს და ზაგრებში ძირითადად ახალგაზრდა ძიუდოისტებს ვიხილავთ.
- -60 კგ. - ლუკა ქალიაშვილი, შოთა ბაჩოშვილი.
- -66 კგ. - მერაბი სამადაშვილი, საბა საბაშვილი.
- -73 კგ. - გიორგი გივიშვილი, გიგი გიუნაშვილი.
- -81 კგ. - საბა ჯახველაძე, გიორგი მუმლაძე.
- -90 კგ. - საბა გველესიანი, ლუკა თევდორაძე.
- -100 კგ. - ნიკოლოზ ზაალიშვილი, დავით პაპუკიშვილი.
- +100 კგ. - გიორგი ქარჩაიძე, შოთიკო გოჩიაშვილი.
ცნობისთვის, 7 ნოემბერს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში შერეულ გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება და რამდენიმე ლიდერს სწორედ ამ ტურნირზე ვიხილავთ.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს