ვლადიმერ გამყრელიძე, აკაკი ქემერტელიძე
Aa
Aa

ზედიზედ სამი გამარჯვება | გამყრელიძე მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალშია

ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ.) ასტანაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ასტანაში საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინელი კრისტიან ბირო 8-1 დაამარცხა. მერვედფინალში ჯოშუა მოროდიონს (გერმანიის სახელით გამოდის) 4:3 სძლია, მეოთხედფინალში რახიმ მაგამადოვი (საფრანგეთის სახელით გამოდის) დაამარცხა (7:4).

გიორგი ღონიაშვილმა (61კგ) საკვალიფიკაციო ეტაპზე ბრაზილიელი როჯერ დესანტოს რამალჰეტი 10-0 გაანადგურა, თუმცა მერვედფინალური ბარიერი ვერ დაძლია.

აკაკი ქემერტელიძე (70კგ) მერვედფინალში დამარცხდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები