ლაშა ბექაური
Aa
Aa

„ოპერაციას გადავრჩით!“ - ცნობილია, როდის დაბრუნდება ბექაური

ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონი, ლაშა ბექაური ბაქოში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო ოპერაციას გადაურჩა. ამის შესახებ ძიუდოისტი სოციალურ ქსელში იტყობინება.

ლაშა ბექაური გამოკვლევების ჩასატარებლად საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩაფრინდა, სადაც დადგინდა, რომ ქართველ ფალავანს ოპერაციის გაკეთება არ დასჭირდება.

რას წერს ბექაური:

„უფლის წყალობით, ოპერაციას გადავრჩით! 3 თვეში შევძლებ დაბრუნებას! მადლობა სრულიად საქართველოს გვერდში დგომისთვის! თქვენი სიყვარული ჩემთვის ყველაფერია! მიყვარხართ!“

ლაშა ბექაურმა მუხლის არეში დაზიანება გუნდური შეჯიბრის დროს, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო. საგულისხმოა, რომ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტრავმირებული ფეხით რეპეშაჟში ფრანგ მეტოქესთან ორი შეხვედრის მოგება შეძლო და საქართველოს ნაკრებს ბრინჯაოს მედლისკენ გაუძღვა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    აბუ-დაბის გრანდ სლემი | როგორია ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა
    აბუ-დაბის გრანდ სლემი | როგორია ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა