ბრინჯაოს მედალი მალაგაში - ახალაურის ესპანური წარმატება
ძიუდოს მოყვარულების ყურადღება უკანასკნელ პერიოდში აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოსკენ იყო მიპყრობილი, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა და ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს ყველას, რომ სპორტის ამ სახეობაში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავთ. მართალია, უმაღლესი სინჯის მედალი არ მოგვიპოვებია, მაგრამ ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართულ ევროპის თასზეც ერთ-ერთ წონით კატეგორიაში პოდიუმზე ქართველი ვიხილეთ.
გიორგი ახალაურმა, რომელიც 73 კილოგრამში ასპარეზობდა, ანდალუსიაში გამართული შეჯიბრება მასპინძელი ქვეყნის ძიუდოისტის, მუსა მაკალუს დამარცხებით დაიწყო, რასაც ბელგიელი ნათან ლენაერტსის ძლევა მოჰყვა. ამის შემდეგ მერვედფინალში გიორგი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ ჰარი ლემარზე ძლიერი აღმოჩნდა, მეოთხედფინალში ხორვატ რობერტ კლაჩარს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე დავით ლიპარტელიან გუგავასთან დათმო ორთაბრძოლა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ახალაურმა უკრაინელ მიკიტა ჰოლობოროდკოს მოუგო.
ცნობისათვის, მალაგაში გამართულ შეჯიბრებამდე, გიორგი ახალაურმა 2026 წელს კიდევ ერთ საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზა, როდესაც ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარებულ ევროპის ღია პირველობაზე მეშვიდე ადგილი დაიკავა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს