სანდრო მამუკელაშვილი, ოსტინ რივზი
Aa
Aa

„ამაზე მეტს ვერაფერს ისურვებ, თამაში გიმარტივდება“ | რა თქვა მამუმ მატჩის შემდეგ

სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ პრესეზონის კიდევ ერთი შეხვედრა გამართა და „გოლდენ სტეიტთან“ 89:101 დამარცხდა. „მამუმ“ 10 ქულა, 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩემი თანაგუნდელები მენდობიან და, როდესაც თავისუფალი ვარ, ყოველთვის მპოულობენ. თავდაჯერებულობას გამოხატავენ, რომ პარკეტზე ვიყო ის, ვინც ვარ — კალათბურთელი ამაზე მეტს ვერაფერს ისურვებს. როდესაც თანაგუნდელები და მთავარი მწვრთნელი გეუბნებიან, რომ ის იყო, ვინც რეალურად ხარ, თამაშიც გიმარტივდება.

ოსტინ რივზს რაც შეეხება, მისგან ასეთი სიტყვების მოსმენა შესანიშნავია. მიუხედავად იმისა, რომ ტოლები ვართ, ის ჩემი მისაბაძი მაგალითია. ოსტინს დამტკიცებული აქვს, რომ „ოლ სტარის“ დონის კალათბურთელია და მისგან ასეთი განცხადების მოსმენა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს ცხოვრებას მიმარტივებს“.

ცნობისთვის, რივზმა „მამუზე“ საუბრისას აღნიშნა, რომ „ლეიკერსში“ სანდროში სჯერათ და მასთან კონტრაქტი ტყუილად არ გაფორმებულა. ლოსანჯელესელთა მოთამაშის თქმით, მამუკელაშვილი კარგი კალათბურთელია და მაღალი სათამაშო ინტელექტი აქვს.

გეტყვით იმასაც, რომ „ლეიკერსს“ პრესეზონის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა ელოდება. 17 ოქტომბერს „მამუ“ და კომპანია ნიკოლა იოკიჩის „დენვერ ნაგეთსს“ დაუპირისპირდებიან.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ეფექტურად ჩატენა | მამუკელაშვილის 10 ქულა გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ
    ეფექტურად ჩატენა | მამუკელაშვილის 10 ქულა გოლდენ სტეიტის წინააღმდეგ