ბექაურის თავგანწირვა | ტრავმირებულმა ორი შეხვედრა მოიგო, ბრინჯაოსთვის ჩინეთს შევხვდებით
ჯუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატის გუნდური შეჯიბრის მერვედფინალში საქართველოს ნაკრებმა იტალიას 4:1 მოუგო, ჩვენი გუნდიდან გამარჯვებები მძიმეწონოსანმა ირაკლი დემეტრაშვილმა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), გიორგი ლოლაძემ (73 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) მოიპოვეს.
მეოთხედფინალში საქართველო უზბეკეთს დაუპირისპირდა, ანგარიში 3:3 იყო, გამარჯვებები ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ), ნინო გულბანმა (70 კგ) და ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვეს.
გადამწყვეტ შეხვედრაში ნიგმატოვამ სოფიო სომხიშვილი დაამარცხა და გამარჯვება უზბეკეთს დარჩა - 3:4.
საქართველოს ნაკრებმა რეპეშაჟში საფრანგეთი 4:3 დაამარცხა. გამარჯვება ეთერ ლიპარტელიანისა და ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვეს, ხოლოდ ბექაურმა ორი შეხვედრა მოიგო. ლოლაძე, გულბანი და სომხიშვილი დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის ჩინეთის ნაკრებს შეხვდება.