„კვარასა და დუეს არყოფნის გამო გეგმა არ შეგვიცვლია“ | დე როონის კომენტარი
ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეხუთე ტურში „პარი სენ-ჟერმენი“ „რომას“ დაუპირისპირდა. პარიზულმა გრანდმა ქულები დაკარგა და მატჩი ფრედ, 2:2, დასრულდა. პარიზელთა მხრიდან გოლები ილია ზაბარნიმ და უსმან დემბელემ გაიტანეს, ხოლო „ჯალოროსის“ რიგებში მარიო ერმოსო და დონიელ მალენი გამოირჩნენ.
„პარი სენ-ჟერმენს“ ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე ვერ ეხმარებიან, რომლებსაც მუხლის ჯვარედინი იოგები გაუწყდათ და დიდი ხნით იუქმებენ. მატჩის შემდეგ „რომას“ ფეხბურთელს, მარტენ დე როონს, მათ შესახებ ჰკითხეს.
„მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ და ქულა კარგი შედეგია. კარგი თამაში ვაჩვენეთ და ძალიან ბედნიერები ვართ. ჯანპიერო გასპერინის სათამაშო გეგმა ყოველთვის მოგებაზეა ორიენტირებული. „პარი სენ-ჟერმენის“ წინააღმდეგ ვიყავით და ვიცოდით, რომ ეს მარტივი არ იქნებოდა.
ჩვენი მიზანი იყო, გამბედავი ფეხბურთი გვეთამაშა და მხოლოდ დაცვაზე არ ვყოფილიყავით ორიენტირებული. კვარაცხელია და დუე? მათი არყოფნის გამო სათამაშო გეგმა არ შეცვლილა, თუმცა ძალიან კარგად ვიცით, მათ რა ხარისხი აქვთ. ისიც ვიცით, რომ „პარი სენ-ჟერმენს“ სხვა მაღალი დონის ფეხბურთელებიც ჰყავს, თუმცა კვარაცხელია და დუე განსაკუთრებული მოთამაშეები არიან. საოცარი ფეხბურთელები არიან და გუნდს ნამდვილად დააკლდნენ, თუმცა ვიმეორებ, რომ სათამაშო გეგმა არ შეცვლილა“.
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენს“ 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება. ლუის ენრიკეს გუნდი მხოლოდ „რეალს“ ჩამორჩება, რომელსაც 5-დან 5 თამაში აქვს მოგებული.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს