„კვარა და დუე ძალიან დაგვაკლდებიან, მაგრამ ამას უნდა შევეგუოთ“ - ჟოაო ნევეში
„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა, ჟოაო ნევეშმა ჩემპიონთა ლიგაზე „რომასთან“ ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა.
„რა დაგვაკლდა მოსაგებად? ძალიან ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით, შესაძლოა ყველაზე ძლიერს, ვისაც აქამდე ვეთამაშეთ. „რომას“ როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდური თამაშით გამოირჩევა.
ვფიქრობ, მეტოქეს მაინც ვაჯობეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მატჩებში ყველაფერს დეტალები წყვეტს. ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ კიდევ ერთი გოლი გვჭირდებოდა.
კვარაცხელიასა და დუეს არყოფნა? რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთელები სეზონის მიმდინარეობისას ძალიან დაგვაკლდება, მაგრამ ტრავმები ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია და ამას უნდა შევეგუოთ“.
ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ 13 ქულით ჩემპიონთა ლიგის სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა და ლიდერ მადრიდის „რეალს“ 2 ქულით ჩამორჩება. დარჩენილ 3 ტურში პარიზელები „ასტონ ვილას“ (გასვლა), „კომოს“ (გასვლა) და „გალათასარაის“ (შინ) შეხვდებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს