„მათ არც ერთ თამაშს არ ვტოვებ“ - სესკმა ბარსას შესაძლო გაწვრთნაზე ისაუბრა
„კომოს“ მთავარმა მწვრთნელმა სესკ ფაბრეგასმა მომავალში „ბარსელონას“ ჩაბარების შესაძლებლობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„დღევანდელი დღით ვცხოვრობ. მომავალზე ფიქრს, როგორც წესი, არაფრამდე მივყავართ. თავადაც იქიდან ვარ, ამ კლუბში გავიზარდე, იქ ყველას ვიცნობ, მაგრამ შორს გახედვა არასდროს მიყვარდა. ყოველ ჯერზე, როცა ამას ვაკეთებდი, აქედან კარგი არაფერი გამოდიოდა. ცხოვრება თვითმფრინავის მართვას ჰგავს - არასდროს იცი, როდის შეიძლება გაჩერდეს. ამიტომ უნდა ეცადო, ყოველი მომენტით დატკბე. მოვიდა შეჯიბრების დრო - შენც ეჯიბრები. სიამოვნების მიღების დროა? იღებ მას. ოჯახთან ყოფნის დროა - ოჯახთან ატარებ. ვცდილობ ბალანსი ვიპოვო საშეჯიბრო სულისკვეთებასა და იმ მაღალ მოთხოვნებს შორის, რომლებსაც „კომოს“ მსგავს კლუბში მუშაობა აყენებს, სადაც ვვითარდებით და სადაც უდიდესი პასუხისმგებლობა მაკისრია.
მნიშვნელოვანია პროცესისგან სიამოვნების მიღება და ამავდროულად იმ მაღალი სტანდარტების შენარჩუნება, რომლებიც შემდგომი ზრდისთვისაა საჭირო - როგორც კლუბისთვის, ისე პირადად ჩემთვის. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მიმდინარე მომენტზე ვარ კონცენტრირებული, რადგან მომავალზე ფიქრს, ჩვეულებრივ, არსად მივყავართ.
„ბარსელონას“ არც ერთ თამაშს არ ვტოვებ. ამას წინათ, როდესაც აეკ-თან მატჩის გეგმას ვამზადებდით, ტელეფონში თამაშის ტრანსლაცია მქონდა ჩართული. თანაშემწეებს რამდენჯერმე ჩემთვის შეხსენებაც კი მოუწიათ: „კონცენტრირდი, ეს მნიშვნელოვანია!“ მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ფეხბურთი გულწრფელად მიყვარს, „ბარსა“ კი წარმოუდგენელ დონეზე თამაშობს - ისევე, როგორც „პსჟ“ ან „ბაიერნი“. ეს ოთხი-ხუთი გუნდი მართლაც გამორჩეულია და მათზე დაკვირვება ძალიან მომწონს“,
- განაცხადა ფაბრეგასმა TNT Sports México-სთან ინტერვიუში.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს