ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე, ჟერომ როთენი
Aa
Aa

„ლიგის მოგება სასწაულის ტოლფასი იქნება“ - როთენი კვარას და დუეს ტრავმებზე

„პსჟ“-სა და „მონაკოს“ ყოფილი ნახევარმცველი ჟერომ როთენი მიიჩნევს, რომ იანვარში გუნდის გაძლიერების გარეშე პარიზული კლუბი ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგებას ვერ შეძლებს.

„დეზირე დეუს და ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ზედიზედ მესამედ ჩემპიონთა ლიგის მოგება სასწაულის ტოლფასი იქნება.

მიკა გოდტსი, მაგნეს აკლიუში და ფერან ტორესი კარგი ფეხბურთელები არიან და ტრავმირებულების ჩანაცვლება შეუძლიათ, მაგრამ დუესა და კვარაცხელიას ბევრად ჩამოუვარდებიან“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ მუხლის ჯვარედინი იოგები დეზირე დუემაც გაიწყვიტა, რის შემდეგაც პარიზელთა ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში უნდა ჩამოყალიბდეს, სჭირდება თუ არა „პარი სენ-ჟერმენს“ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის ხაზის გაძლიერება.

„რომასთან“ მატჩის წინ ამ თემაზე ლუის ენრიკემაც ისაუბრა. მისი თქმით, „პარი სენ-ჟერმენი“ დანაკლისის კომპენსირებას გუნდურობით და თითოეული ფეხბურთელის ხარისხის გამოყენებით აპირებს: „ეს სერიოზული გამოწვევაა და გვინდა, მოვუმატოთ და გამოსავალი ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, უჩვეულო ვითარებაში ვიმყოფებით, თუმცა მოტივირებული ვართ, რომ პროგრესს მივაღწიოთ და დონე გავაუმჯობესოთ“.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ტირილს ან წუწუნის დაწყებას არ ვაპირებთ“ | ლუის ენრიკე კვარასა და დუეს ტრავმებზე
    „ტირილს ან წუწუნის დაწყებას არ ვაპირებთ“ | ლუის ენრიკე კვარასა და დუეს ტრავმებზე