კრიშტიანუ რონალდუ, პეპ გუარდიოლა, ჟორჟე ჟეზუსი, პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„რონალდუ სანაკრებო კარიერის უკეთეს დასასრულს იმსახურებს“ - გუარდიოლა

„ბარსელონას“, „ბაიერნისა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელთან, რომარიოსთან ინტერვიუში პორტუგალიის ნაკრებში შექმნილ ვითარებაზე და ჟორჟე ჟეზუსისა და კრიშტიანუ რონალდუს კონფლიქტზე ისაუბრა.

„პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ კრიშტიანუ რონალდუს ღირსეული გაცილება უნდა მოუწყოს და ამისთვის ორივე მხარემ უნდა გაიღოს ძალისხმევა. კრიშტიანუს ნაკრები ასე არ უნდა დაეტოვებინა.

რონალდუ ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყო არა მხოლოდ თავისთვის და პორტუგალიისთვის, არამედ პორტუგალიელი ფეხბურთელების მომავალი თაობებისთვის. წასვლის პირობები სწორედ მან უნდა დაასახელოს, იმიტომ რომ კრიშტიანუ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. მიღწევებიდან გამომდინარე მან კარიერის განსხვავებული დასასრული დაიმსახურა“.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ გამოსამშვიდობებელ მატჩზე ჯერჯერობით უარი განაცხადა. თითქოს კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ, კრიშტიანუს ეროვნულ ნაკრებში იძახებდნენ, თუმცა მოულოდნელად 41 წლის ლეგენდამ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კვერნაძე გასპერინის სათამაშო სტილს ვერ მოერგება“ - ალფრედო პედულა
    „კვერნაძე გასპერინის სათამაშო სტილს ვერ მოერგება“ - ალფრედო პედულა