ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, დეზირე დუე
Aa
Aa

„ტირილს ან წუწუნის დაწყებას არ ვაპირებთ“ | ლუის ენრიკე კვარასა და დუეს ტრავმებზე

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, „პარი სენ-ჟერმენი“, ლიგის ფაზის მომდევნო ტურში „რომას“ დაუპირისპირდება. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, პრესკონფერენცია გამართა და ტრავმირებულ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომელთა შორის ხვიჩა კვარაცხელია და დეზირე დუე არიან.

შეკითხვა: „თქვენს გუნდში ბევრად მეტი სერიოზული ტრავმის მქონე ფეხბურთელია, ვიდრე გასულ წლებში იყო. ეს თქვენს თავდაჯერებულობაზე მოქმედებს?“

„ტოპ დონის ფეხბურთში ეს ნორმალური მოვლენაა და ყველა გუნდს ჰყავს ტრავმირებული ფეხბურთელები. თუმცა ამ შემთხვევაში არ არის ნორმალური ისეთი სერიოზული ტრავმები, როგორებიც კვარასა და დუეს აქვთ. ფეხბურთელების გამოჯანმრთელებაზე ვრჩებით კონცენტრირებული და ეს მოტივაციის წყაროა, რომ უკეთესად ვითამაშოთ. მათ გამო ვწუხვარ, თუმცა პოზიტივზე ვართ ორიენტირებული“.

შეკითხვა: „ამ ტრავმების გამო ტაქტიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემები გაქვთ?“

„ბოლო სამი წლის განმავლობაში გუნდმა აჩვენა, რომ ამტანობითა და ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა. ეს სერიოზული გამოწვევაა და გვინდა, მოვუმატოთ და გამოსავალი ვიპოვოთ. რა თქმა უნდა, უჩვეულო ვითარებაში ვიმყოფებით, თუმცა მოტივირებული ვართ, რომ პროგრესს მივაღწიოთ და დონე გავაუმჯობესოთ“.

შეკითხვა: „დეზირე დუემ და ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლო ორ სეზონში უამრავი საგოლე მოქმედება მიითვალეს. როგორ მოახდენთ ამის კომპენსაციას?“

„გუნდურობით და თითოეული ფეხბურთელის ხარისხის გამოყენებით. რას ფიქრობთ, რომ გავაკეთებთ? ტირილს ან წუწუნს დავიწყებთ? ამას არ ვაპირებთ. არა, ეს ასე არ მუშაობს. თუ გვინდა, დავამტკიცოთ, რომ მებრძოლი გუნდი ვართ, ხვალ კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ. ტოპ დონეზე ყოფნა და ასპარეზობა სწორედ ესაა“.

ცნობისთვის, დუემ და კვარაცხელიამ მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტეს და გუნდს გაურკვეველი ვადით ვერ დაეხმარებიან. რაც შეეხება „რომასთან“ მატჩს, შეხვედრა 25 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „კობის ალბათ გაეცინებოდა“ | მამუმ ბოლო მატჩებში საკუთარი თამაში შეაფასა
    „კობის ალბათ გაეცინებოდა“ | მამუმ ბოლო მატჩებში საკუთარი თამაში შეაფასა