ხვიჩა კვარაცხელია, ფაბიო კანავარო
Aa
Aa

„მისი გენიალურობით აღტაცებული დავრჩი“ | კანავაროსთვის ოქროს ბურთი ხვიჩას უნდა მოეგო

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ფაბიო კანავარომ, Il Mattino-ს ინტერვიუ მისცა. უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს „ოქროს ბურთის“ წლევანდელ დაჯილდოებაზე დაუსვეს შეკითხვა და კანავარომ განაცხადა, რომ პრესტიჟულ ჯილდოს ხვიჩა კვარაცხელიას გადასცემდა.

Il Mattino-ს შეკითხვა: „ვის მისცემდა ფაბიო კანავარო ოქროს ბურთს?“

„ხმას ხვიჩა კვარაცხელიას მივცემდი. გასულ სეზონში „პარი სენ-ჟერმენში“ საოცრებებს აკეთებდა და მისი გენიალურობითა და არაპროგნოზირებადობით აღტაცებული დავრჩი, თუმცა ჰარი კეინის წარმატება უსამართლობად არ მიმაჩნია: ფეხბურთელი, რომელსაც ამდენი გოლი გააქვს, ოქროს ბურთს იმსახურებს“.

ცნობისთვის, „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ხვიჩა კვარაცხელიამ 541 ქულა დააგროვა და მეექვსე პოზიცია დაიკავა. კვარაცხელია პირველ ადგილზე ორი ქვეყნის წარმომადგენელმა დააყენა: საქართველომ და საბერძნეთმა. ხვიჩას მეორე ადგილი ბელგიელმა, კოტ-დ’ივუარელმა, ეგვიპტელმა, მონტენეგროელმა, პერუელმა, სალვადორელმა და ტაილანდელმა ჟურნალისტებმა მიაკუთვნეს.

რაც შეეხება კეინს, ინგლისელმა თავდამსხმელმა 1055 ქულა დააგროვა. მეორე პოზიცია 1027 ქულით კილიან მბაპემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე 881 ქულით ლამინ იამალი გავიდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    გაგუამ პენალტი გამოიმუშავა და მძიმე ტრავმა მიიღო - ქართველი საკაცით გაიყვანეს
    გაგუამ პენალტი გამოიმუშავა და მძიმე ტრავმა მიიღო - ქართველი საკაცით გაიყვანეს