გიორგი მიქაუტაძე, ჰანსი ფლიკი, ფერმინ ლოპესი
Aa
Aa

მიქაუტაძის პრე-ასისტი | ვილიარეალმა ბარსელონასთან 2:0-დან წააგო

ესპანეთის ლა ლიგის მე-13 ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ სტუმრად „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დამარცხდა.

გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 86 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში, ქართველ შემტევს საგოლე მომენტი არ ჰქონია და ბურთსაც რამდენჯერმე შეეხო, რაც „ბარსელონას“ სათამაშო სტილიდან არის განპირობებული. თუმცა, მიქაუტაძემ „ვილიარეალის“ მეორე გოლის ეპიზოდში, რომელიც ოლუვასეიმ გაიტანა, პრე-ასისტი შეასრულა.

საერთო ჯამში, მიქაუტაძის სტატისტიკა ასეთი იყო - ბურთთან 21 შეხება, 0 დარტყმა, 13-დან 11 ზუსტი პასი, 1 ართმევა, 4-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა. Sofascore-ის შეფასება - 6.7 ქულა.


საგულისხმოა, რომ პირველი ნახევარი „ვილიარეალმა“ 2:0 მოიგო, თუმცა მეორე ტაიმში „ბარსელონამ“ მატჩის შემოტრიალება და გამარჯვება შეძლო. „ვილიარეალმა“ გოლები მე-5 და მე-7 წუთებზე გაიტანა. მეორე ტაიმში, 57-ე წუთზე ხერარდ მარტინმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ზუსტად სამ წუთში კი ფერმინმა ანგარიში გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი 67-ე წუთზე გავიდა, თუმცა არა „ბარსელონას“ ფეხბურთელის მიერ. საკუთარ კარში ბურთი ნავარომ ჩაჭრა და საბოლოოდ, ეს გამარჯვების გოლიც აღმოჩნდა.

13 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ სატურნირო ცხრილში 15 ქულა აქვს და მე-9 ადგილზე იმყოფება, „ბარსელონა“ კი 36 ქულით პირველ პოზიციაზეა. მომდევნო ტურში „ვილიარეალი“ ვიგოს „სელტას“ ესტუმრება, „ბარსელონა“ კი ასევე სტუმრად „დეპორტივო ლა კორუნიას“ დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 29 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მაგრად იყავი ძმაო, ამას გადავიტანთ | ხვიჩას მხარდაჭერა დეზირე დუეს
    მაგრად იყავი ძმაო, ამას გადავიტანთ | ხვიჩას მხარდაჭერა დეზირე დუეს