ფარერის კუნძულები
Aa
Aa

„საქართველოს დამარცხებაც შეიძლება“ - ფარერის კუნძულების მთავარი მწვრთნელი

ფარერის კუნძულების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, აიუნ კლაკსტინმა ერთა ლიგის პლეიოფის წილისყრის შედეგები შეაფასა.

„საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში ჩვენზე 50 პოზიციით მაღლა დგას, მაგრამ თუ გვინდა, ერთა ლიგის უფრო ძლიერ დივიზიონებში ვითამაშოთ, ამისთვის სწორედ ასეთი მეტოქეების დამარცხებაა საჭირო.

ჩვენი ნაკრები B ლიგაში გადასასვლელ პლეიოფს პირველად ითამაშებს. ეს არის დიდი შესაძლებლობა და ამავდროულად დიდი გამოწვევა.

ბევრს ვმუშაობთ, რათა ჩვენს ეროვნულ გუნდს მუდმივი პროგრესი ჰქონდეს და მარტში გასამართ მატჩებში გვექნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წავიწიოთ წინ.

ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სასურველ შედეგს მივაღწიოთ და, რა თქმა უნდა, საქართველოს დამარცხებაც შეიძლება“.

როგორც იცით, 20 ნოემბერს ნიონში უეფას ერთა ლიგის პლეიოფის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ლიგაში დასარჩენად ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდება. „ჯვაროსნები“ პირველ შეხვედრას 27 მარტს სტუმრად გამართავენ, 30-ში კი საშინაო კედლებში ითამაშებენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ერთა ლიგის პლეიოფი | საქართველოს ნაკრების შანსები სუპერკომპიუტერის მიხედვით
    ერთა ლიგის პლეიოფი | საქართველოს ნაკრების შანსები სუპერკომპიუტერის მიხედვით