ესპანეთი VS საფრანგეთი | ერთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ერთა ლიგის მეოთხედფინალური და ფლეი-ოფის მატჩების წილისყრა გამართა.
ერთა ლიგის მეოთხედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
ესპანეთი – საფრანგეთი
ნორვეგია – ინგლისი
ნიდერლანდები – პორტუგალია
ბელგია – გერმანია
ნახევარფინალში ნიდერლანდები – პორტუგალიის წყვილის გამარჯვებული ესპანეთი – საფრანგეთის მატჩში მოგებულს შეხვდება, ხოლო ბელგია – გერმანიის წყვილის გამარჯვებული ნორვეგია – ინგლისის თამაშში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
მეოთხედფინალის პირველი მატჩები 2027 წლის 25-27 მარტს გაიმართება, საპასუხო შეხვედრები კი — 28-30 მარტს. ნახევარფინალები 9 და 10 ივნისს არის დაგეგმილი.
A და B ლიგებს შორის პლეი-ოფის მატჩებში შემდეგი წყვილები ჩამოყალიბდა:
ბოსნია და ჰერცეგოვინა – დანია
უნგრეთი – სერბეთი
ირლანდია – ხორვატია
სლოვენია – უელსი
B და C ლიგებს შორის პლეი-ოფის მატჩებში შემდეგი წყვილები დაკომპლექტდა:
კვიპროსი – ჩრდილოეთ მაკედონია
ესტონეთი – რუმინეთი
ფარერის კუნძულები – საქართველო
ბელარუსი – ისრაელი
ფლეი-ოფის პირველი მატჩები 2027 წლის 25 მარტს ჩატარდება, საპასუხო — 28 მარტს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს