თორნიკე შენგელია, კამარ ბოლდუინი
Aa
Aa

ქართული დერბი ევროლიგაზე - შენგელიამ ბოლდუინი დაამარცხა

ევროლიგის მე-13 ტური ქართული დერბით გაიხსნა. ლიმასოლში თელ ავივის „მაკაბი“ „დუბაის“ დაუპირისპირდა და 74:80 დამარცხდა.

„მაკაბის“ ღირსებას ნატურალიზებული ქართველი კამარ ბოლდუინი იცავს, ხოლო „დუბაის“ რიგებში ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია თამაშობს.

მასპინძლებმა, რომლებიც საშინაო შეხვედრებს ლიმასოლში მართავენ, შეხვედრა კარგად დაიწყეს და შესვენებაზე გასვლის წინ 47:40-საც იგებდნენ, თუმცა მესამე და მეოთხე მეოთხედები „დუბაის“ კალათბურთელებმა დამაჯერებლად ჩაატარეს - 18:15 და 22:12.

რაც შეეხებათ საქართველოს ნაკრების მოთამაშეების გამოსვლას - ორივე მათგანი სასტარტოში იყო. ბოლდუინმა 22 წუთი ითამაშა, 12 ქულა ჩააგდო, რასაც 2 მოხსნა და 2 გადაცემაც დაამატა. 10-დან 5 სროლა გამოიყენა, რომელთაგან 2 სამქულიანი იყო.

შენგელიამ მხოლოდ 12 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 6 ქულა და 2 მოხსნა იყო. თოკომ ექვსი სროლიდან მხოლოდ ერთი ჩააგდო. 4 საჯარიმოდან კი 3 ზუსტი ჰქონდა.

„მაკაბი“ 3 მოგებითა და 10 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილს იკავებს. „დუბაი“ 9 გამარჯვებითა და 3 წაგებით მე-4 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები