ბარსელონა შლოტერბეკის შეძენას გეგმავს - ფლიკის ფავორიტია
ჰანსი ფლიკის მთავარ საზრუნავს ცაცია ცენტრალური მცველის დამატება წარმოადგენს. „ბარსელონას“ სპორტული დირექტორი დეკუ ამ მიმართულებით უკვე ქმედით ნაბიჯებს დგამს.
ესპანური Sport-ის ცნობით, „ბარსელონა“ კვლავ ინტერესდება გერმანიის ნაკრებისა და დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველით, ნიკო შლოტერბეკით. 26 წლის ფეხბურთელის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 50-60 მილიონი ევროა მითითებული, თუმცა მისი გააქტიურება მხოლოდ სეზონის დასრულებასა და ივლისის შუა რიცხვებს შორის პერიოდშია შესაძლებელი. „ბარსაც“ სწორედ ამ მომენტს ელოდება.
წყაროს ინფორმაციით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „ბარსელონამ“ შლოტერბეკი ზამთარში შეიძინოს, რადგან ასე „ბორუსიას“ ნებისმიერი თანხის მოთხოვნა შეუძლია.
მიმდინარე სეზონში შლოტერბეკმა ყველა ტურნირზე 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი გოლით გამოიჩინა თავი. მოთამაშის მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან 2031 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. პორტალ Transfermarkt-ზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 55 მილიონ ევროს შეადგენს.
აქვე გეტყვით, რომ „ბარსას" სამიზნეთა სიაში შლოტერბეკის გარდა ალესანდრო ბასტონი (ინტერი) და ლისანდრო მარტინესი (მანჩესტერ იუნაიტეტი) იმყოფებიან.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს