ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპი | რა შანსები აქვს საქართველოს ნაკრებს
ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 6 დეკემბერს გაიმართება. საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში მოხვდა და ცნობილმა სტატისტიკურმა სააგენტოებმა „ჯვაროსნების“ ევრო 2028-ზე მოხვედრის შანსები შეაფასეს.
Football meets Data-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, იმის ალბათობა, რომ საქართველოს ნაკრები მინიმუმ პლეი-ოფში ითამაშებს, 29.7 პროცენტია. „ჯვაროსნებს“ პირველ ადგილზე გასვლის 16.5-პროცენტიანი შანსი აქვთ, მეორე ადგილის დაკავების ალბათობა კი 13.2 პროცენტია.
Football Ranked-ის სუპერკომპიუტერი ვარაუდობს, რომ საქართველოს ევრო 2028-ზე მოხვედრის შანსი 20.8 პროცენტია. საინტერესოა, რომ ერთა ლიგის გათამაშების დაწყებამდე Football Ranked-ის სუპერკომპიუტერი „ჯვაროსნების“ კვალიფიკაციის ალბათობას 32.3 პროცენტად აფასებდა.
ცნობისთვის, ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე უეფას წევრი ქვეყნები 12 ჯგუფში განაწილდებიან — ზოგი ჯგუფი 4-გუნდიანი, ზოგი კი 5-გუნდიანი იქნება. ფინალურ ეტაპზე პირდაპირ გავა 12 ჯგუფის გამარჯვებული და 8 საუკეთესო მეორეადგილოსანი. კიდევ ორი ადგილი დარეზერვებული იქნება ზემოხსენებულ 20 გუნდში ვერ მოხვედრილი საუკეთესო შედეგის მქონე მასპინძელი ქვეყნებისთვის.
თუ მასპინძელი ქვეყნები ორივე დარეზერვებულ კვოტას გამოიყენებენ, მაშინ პლეი-ოფში 8 გუნდი 2 დარჩენილი საგზურისთვის იბრძოლებს. თუ მასპინძელი ქვეყნების კვოტით მხოლოდ 1 საგზური იქნება გამოყენებული, მაშინ 3 საგზურისთვის პლეი-ოფში 12 გუნდი იბრძოლებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მასპინძელთათვის დარეზერვებული 2 კვოტა გამოუყენებელი დარჩება, პლეი-ოფში 8 გუნდი ითამაშებს (ერთი მატჩი შინ, ერთი გასვლაზე), 4 წყვილის გამარჯვებული კი ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს