„პარიზელი ფანების საოცარ ენთუზიაზმს ვხედავდი“ - ხვიჩამ პსჟ-ს შესახებ ისაუბრა
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია FQ France-ს პარიზულ კლუბის შესახებ და ლუის ენრიკესთან გატარებულ პერიოდზე ესაუბრა.
ხვიჩა კვარაცხელია:
„ნაპოლიში ყოფნის პერიოდში, როდესაც მითხრეს, რომ პსჟ ჩემით იყო დაინტერესებული, მაშინვე მომინდა იქ წასვლა. მანამდე მატჩებს ვუყურებდი და პარიზელი გულშემატკივრების საოცარ ენთუზიაზმს ვხედავდი. მინდოდა, მათთვის მეთამაშა. როდესაც ასეთ გუნდში, ასეთი დონის ფეხბურთელების გვერდით ხვდები, შეცდომების დაშვების დრო აღარ გაქვს. პირველივე წუთიდან მზად უნდა იყო.
ლუის ენრიკემ თავიდანვე მითხრა, რომ დაცვაშიც ისეთივე აგრესიულობით უნდა მეთამაშა, როგორითაც შეტევაში. მასთან ერთად ყოველდღე ვსწავლობ - მენტალურად, ფიზიკურად და ტაქტიკურად.
რაც შეეხება ჩემს სტილს, როდესაც პარიზის მსგავს კლუბში მიდიხარ, იცი, რომ კარგად უნდა გეცვას. ერთ-ერთი პირველი, რაც გავაკეთე, სტილისტის პოვნა იყო.“
„პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია ზედიზედ ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ამასთან, გასულ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს