გიორგი ქოჩორაშვილი, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

„გთხოვთ, ისევ დაიჯეროთ ჩვენი“ - გოგლიჩიძის და ქოჩორაშვილის კომენტარები

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში სტუმრად უკრაინას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დამარცხდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა საბა გოგლიჩიძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა განვლილი მატჩი შეაფასეს.

საბა გოგლიჩიძე:

უნდა დაიბრუნოს ნაკრებმა ის სულისკვეთება, რაც ევროპის ჩემპიონატამდე ჰქონდა და რამაც გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა. უნდა წავიდეთ გუნდებში, უნდა ვიფიქროთ ეროვნულ ნაკრებზე, ყოველდღიურად უნდა გვქონდეს კომუნიკაცია ამ თემაზე. არ არის ისე, რომ მოვიდა მარტი და დაიწყე ფიქრი - ეგრე არ იქნება და არც არასდროს ყოფილა. ბევრი უნდა ვიფიქროთ ეროვნულ ნაკრებზე. ჩვენი გამოსასწორებელია ეს ყველაფერი.

ბოდიშს ვუხდით გულშემატკივარს ამ ექვსი თამაშისთვის, რაც იხილეს. ჩვენთვის არ არსებობს ცალკე გულშემატკივარი და ფეხბურთელები - ჩვენ ვართ ერთი ორგანიზმი. ამიტომ ჰქვია ამ ყველაფერს ეროვნული ნაკრები და ამით განსხვავდება ეს გუნდისგან. და მესიჯი ის იქნება, რომ გთხოვთ - რთულია, ვიცი, მაგრამ გთხოვთ, დაიჯეროთ ჩვენი ისევ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, გუნდებშიც კი ამ ყველაფერზე ვიფიქრებთ, რომ მარტიდან საერთოდ სხვა საქართველოს ნაკრები ნახოს საქართველომ.

გიორგი ქოჩორაშვილი:

სჭირდება დრო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ იმ დიდ საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ, ვისი და რისი ნახვაც ყველას გვსურს.

ის ფეხბურთელები, რომლებიც დღეს ეროვნულ ნაკრებში მოდიან და მომავალშიც მოვლენ - ვინც ვართ, ბევრი უნდა მოვთხოვოთ ჩვენს თავს, მაგრამ, ამასთან ერთად, არ უნდა დავკარგოთ ის მიზანი, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაქვს: რომ ვასახელოთ ჩვენი საქართველოს ეროვნული ნაკრები. ერთადერთი, რაც მინდა ვუთხრა იმ პატარა ბავშვებსაც და ჩვენს დიდ გულშემატკივარსაც, არის ის, რომ თვითდაჯერება რამენაირად უნდა ვიპოვოთ ჩვენს თავში.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი კატასტროფული შედეგით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა 6 მატჩში გოლის გატანა ვერ შეძლო და მხოლოდ ორი ქულა დააგროვა, რითაც ბოლო ადგილი დაიკავა და B ლიგის პლეი-ინში ითამაშებს. საგულისხმოა, რომ ერთა ლიგის 2026 წლის სეზონზე საქართველო ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც გათამაშება გატანილი გოლის გარეშე დაასრულა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „საქართველომ ძალიან გამაკვირვა“ - უკრაინელი ფეხბურთელების კომენტარები
    „საქართველომ ძალიან გამაკვირვა“ - უკრაინელი ფეხბურთელების კომენტარები