ლუკა ხარატიშვილი
Aa
Aa

ასე გააგრძელე ლუკა | ხარატიშვილმა B გუნდში ზედიზედ მესამედ ითამაშა

ჩეხური „პარდუბიცეს“ ქართველმა მეკარემ, 23 წლის ლუკა ხარატიშვილმა ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ, B გუნდში ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა. ლუკას დაბრუნებასთან დაკავშირებით, გუნდის ოფიციალურმა გვერდმა Instagram-ზე ვიდეო გამოაქვეყნა შემდეგი წარწერით: „ჩვენი B გუნდის კარს ზედიზედ მესამე მატჩში ლუკა ხარატიშვილი იცავდა, რომელიც ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა!“

„პარდუბიცე“ ზაფხულში მოსამზადებელ ეტაპს ავსტრიაში გადიოდა, ამ შეკრებაზე ლუკამ ვარდნისას მარჯვენა იდაყვი იტკინა, ჩეხეთში დაბრუნების შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდა. მოედანს მიმდინარე თვეში დაუბრუნდა და B გუნდში, რომელიც ჩეხეთის რანგით მესამე ლიგაშია, ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა (270 წუთი), 3 გოლი გაუშვა, 3-დან ერთ მატჩში კარი მშრალად შეინახა.

1,90 მ სიმაღლის ცაცია მეკარე 2025 წლის ზაფხულში ერთწლიანი იჯარით „დინამო ბათუმიდან“ „პარდუბიცეში“ გადავიდა. ლუკამ ჩეხურ კლუბში თავი კარგად წარმოაჩინა და „პარდუბიცემ“ იგი დაახლოებით 350 000 ევროდ გამოისყიდა.

ხარატიშვილს საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ნაკრებებში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მისი თამაში 21-წლამდე ნაკრებში ხორვატიასთან, როცა გადამწყვეტ მატჩში პენალტების სერიაში რთული დარტყმები მოიგერია და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრაში უდიდესი წვლილი შეიტანა (იხილეთ).

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვითარება სულ უფრო რთულდება“ | რომანომ მამარდაშვილსა და ალისონზე ისაუბრა
    „ვითარება სულ უფრო რთულდება“ | რომანომ მამარდაშვილსა და ალისონზე ისაუბრა