საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

„ასეთი მეტოქის წინააღმდეგ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ“ | ვორობეი საქართველოზე

დონეცკის „შახტარის“ ლეგენდამ, ანდრეი ვორობეიმ, საქართველოსთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა. უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ „ლურჯ-ყვითლებმა“ მოსაგებად უნდა ითამაშონ და ერთა ლიგის C დივიზიონში დაქვეითება თავიდან აირიდონ.

„გვჭირდება, რომ მინიმუმ ერთი ქულა ავიღოთ. მეტოქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს სასაცილოდ ჟღერს, თუმცა არ მინდა, ჯგუფში ბოლო ადგილი დავიკავოთ. თუ არ ვცდები, უკრაინის ნაკრები B დივიზიონზე ქვემოთ არასდროს ყოფილა. შესაბამისად, არ მინდა, ისტორია უარყოფითი კუთხით დაიწეროს.

ვერ ვიტყოდი, რომ ამ მომენტისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები ძლიერი გუნდია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ხვიჩა კვარაცხელია ტრავმირებულია. უკრაინის ნაკრების პრობლემების მიუხედავად, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. მარცხი კატასტროფა იქნება“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს B დივიზიონში დასარჩენად აუცილებლად მოგება ესაჭიროება. მატჩი 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45-ზე დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ფროზინონეს ორი კლუბი დაუკავშირდა | ბოლო ცნობები კვერნაძეზე
    ფროზინონეს ორი კლუბი დაუკავშირდა | ბოლო ცნობები კვერნაძეზე