საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, რამაზ სვანაძე
Aa
Aa

ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას სლოვაკეთში, კოშიცეში გამართავს და უკრაინას დაუპირისპირდება. „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ სამატჩო განაცხადი დაასახელა და 23 ფეხბურთელი შეარჩია.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, ნოდარ ყალიჩავა, ლუკა გუგეშაშვილი.

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, საბა გოგლიჩიძე, გიორგი მაისურაძე, საბა საზონოვი, ირაკლი აზაროვი, ივა გელაშვილი, ჯემალ ტაბიძე.

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ანზორ მექვაბიშვილი, ირაკლი ეგოიანი, ნიკა გაგნიძე.

ფორვარდები: გიორგი გაგუა, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი კვერნაძე, გიორგი მიქაუტაძე.

უკრაინასთან სამატჩო განაცხადში ნოდარ ლომინაძე, გიორგი წიტაიშვილი და გიორგი გულიაშვილი ვერ მოხვდნენ. „წიტას“ დისკვალიფიკაცია აქვს.

ცნობისთვის, 5 ტურის შემდეგ უკრაინას 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს. საქართველო 2 ქულით ბოლო ადგილზეა და ჯერჯერობით გატანილი გოლის გარეშეა. უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 17 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ბითაძის ეფექტური ჩატენვები და +14 | ორლანდომ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო
    ბითაძის ეფექტური ჩატენვები და +14 | ორლანდომ ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო