„პორტუგალიის მარცხი გამიხარდა“ - რონალდუს დედა გაბრაზებულია
კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა და მისი წასვლიდან პორტუგალიის ეროვნული გუნდისთვის პირველივე მატჩი კოშმარული გამოდგა, რადგან ჟორჟე ჟეზუშის შეგირდები საკუთარ სტადიონზე დანიასთან 1:4 განადგურდნენ. ბუნებრივია, პორტუგალიელების უმრავლესობას ასეთმა სამარცხვინო მარცხმა გული დასწყვიტა, თუმცა მათ რიგებს რონალდუს დედა დოლორეშ ავეირუ ნამდვილად არ მიეკუთვნება, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ჩემი შვილის გამო ძალიან დაღონებული ვარ, რადგან კრიშტიანუ მოატყუეს და თავადაც ძალიან ცუდად გრძნობს თავს. დანიელებთან წაგება სრულიად დამსახურებული იყო და სიმართლე გითხრათ, გამიხარდა კიდეც. პატივისცემა მისი თანდასწრებით უნდა მომხდარიყო და არა მის არყოფნაში. მაგალითად, რონალდუს „სპორტინგში“ ყოველთვის აფასებდნენ, რასაც პორტუგალიის ნაკრებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. როგორი ურთიერთობა აქვს კრიშტიანუს ჟორჟე ჟეზუშთან? ისეთივე როგორც თქვენ - ის მისთვის არ არსებობს“.
შეგახსენებთ, რომ პორტუგალია - დანიის მატჩში მასპინძელი გუნდის ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუს საპატივცემულოდ, „ეშტადიუ მუნისიპალ დე ბრაგაზე“ 7-ნომრიანი მაისურებით გამოვიდნენ და გამოიტანეს ბანერი წარწერით „მადლობა კაპიტანო“. ასევე, სიმბოლურად მეშვიდე წუთზე, გულშემატკივრებმა მისი სახელის სკანდირება დაიწყეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს