საქართველოს საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპი | საქართველოს ნაკრები მესამე კალათაშია

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე კალათაში მოხვდა. „ჯვაროსნების“ გარდა, კიდევ 47 ეროვნული გუნდის ადგილია გადაწყვეტილი და გასარკვევი მხოლოდ სლოვენიის, კოსოვოს, ირლანდიის, შოტლანდიის, ისლანდიისა და ესტონეთის პოზიცია დარჩა.

ევრო 2028-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ კალათაში ინგლისი, პორტუგალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, ბელგია, დანია, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ნორვეგია და ხორვატია არიან.

მეორე კალათა: უელსი, სერბეთი, თურქეთი, ჩეხეთი, შვეიცარია, შვედეთი, ავსტრია, ჩრდილოეთ ირლანდია, უნგრეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა. ამ გუნდებს სლოვენია, კოსოვო, ირლანდია ან შოტლანდია დაემატებიან. სლოვენიას მეორე კალათაში მოხვედრის 91-პროცენტიანი შანსი აქვს, კოსოვოს — 55.6%, ირლანდიას — 44.4%, შოტლანდიას — 8.7%.

მესამე კალათა: სლოვენია, კოსოვო, ირლანდია, შოტლანდია (ამ ნაკრებებიდან ორი), უკრაინა, პოლონეთი, ისრაელი, რუმინეთი, საქართველო, ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, სლოვაკეთი, ისლანდია ან ესტონეთი (ისლანდიას 93.2%-იანი შანსი აქვს).

მეოთხე კალათა: ესტონეთი ან ისლანდია, ბელარუსი, კვიპროსი, მოლდოვა, ფარერის კუნძულები, ფინეთი, სომხეთი, ბულგარეთი, ლუქსემბურგი, ყაზახეთი, ლატვია, სან მარინო.

მეხუთე კალათა: მალტა, აზერბაიჯანი, ლიეტუვა, ანდორა, გიბრალტარი, ლიხტენშტეინი.

ცნობისთვის, საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 6 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „ვითარება სულ უფრო რთულდება“ | რომანომ მამარდაშვილსა და ალისონზე ისაუბრა
    „ვითარება სულ უფრო რთულდება“ | რომანომ მამარდაშვილსა და ალისონზე ისაუბრა